воскресенье, 20 июня 2010 г.

გამარჯობათ!!!!!:)

არ ვიცი რითი დავიწყო, კარგა ხანია მინდოდა რაღაც ისეთი გამეკეთებინა რაც ჩემი ასაკის თაობას კონკრეტულად იმ ახალგაზრდებს რომლებსაც თეატრალური ტუბერკულოზი სჭირთ მიცემდა ამომწურავ მასალებს თეატრზე და მისი არსებობის შესახებ(მასალებით, ინტერვიუებით . ვიდეოებით და სხვა ნაშრომებით) და აი გამოჩნდა ბლოგი სადაც უამრავი რამ შეიძლეა დაიწეროს როცა ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში მე პირადათ ბევრი რამ დამჭიდა რომ მესწავლა გამეგო და შემეცნო მაგალითად:თეატრისა და რეჟისურის ისტორია და სხვა მრავალი ძალიან საჭირო მასალა, რისი მოძიებაც ინტერნეტში ფაკტობრივად შეუძლებელია არ აინტერესებთ და მორჩა, როცა ჩავაბარე და ჩემდა სასიკეთოდ ეს მასალები მოვიძიე დავფიქრდი იმაზე თუ რამდენი ახალგაზრდაა ვისაც ეს მასალები სჭირდება და ვერ შოულობს ხომ არ ჯობია იყოს ადგილი ინტერნეტში სადაც ეს ყველაფერი გემრიელად მზად იქნება ნებისმიერი მსურველისათვის,თანაც სრულიად უფასოდ!! ცოტა გადახვევა იქნება მაგრამ მინდა ავღნიშნო ფასიანსა და უფასოზე ძალიან ბევრი ვეძებე ქართული ძველი სპექტაკლები რომელიც დღეს აღარ იდგმება თეატრებში, მაგრამ საჭიროა, რომ მომავალმა მსახიობმა ან რეჟისორმა იცოდეს მის შესახებ.. საიდან როგორ ერთ და ბევრ მრავალ საიტზე ვნახე მაგალითად: რუსთაველის თეატრის "მეფე ლირი" რომელსაც გადმოსაწერი ფასი 16ლარი ეწერა, იმის მაგივრად ეს დიდი შემონახული სპექტაკლები ადამიანს და დაინტერესებულ პირს გადაეცეს უფასოდ ან გაკეთდეს ძველი სპექტაკლების არქივი სადაც აბიტურიენტს შეეძლება ყურება არ არსებობს.. ეს პირადათ ჩემი აზრია ეგებ არსებობს და მე ვერ ვიშოვე, ხოდა მეც ამ შოვნა არ შოვნაზე გავაკეთე ეს ბლოგი პირველი ალბათ რასაც დავდებ იქნება ქართული სანახაობრივი კულტურა და ქართული თეატრის საწყისებზე.. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.